ენდომეტრიოზის მკურნალობა შეუძლებელია, თუმცა ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებით, სიმპტომების დამარცხება გაცილებით მარტივია. ენდოამბების გაზიარების მიზანი ამ დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება და, რაც მთავარია, ამ დიაგნოზის მქონე ქალების გაერთიანებაა. ერთი შეხედვით კი, ქრონიკული დაავადების გარშემო ვერთიანდებით, რომლის განკურნების გზაც არ არსებობს, თუმცა მისგან მოყენებული ჭრილობების მოშუშება სხვების გამოცდილების გაცნობითა და ინფორმაციის ქონით…
Tag: ტკივილი

ჩემი მენარქე ანუ მზადება ტაბუსთვის
მსოფლიოში 10-დან 1 ქალი იტანჯება მუდმივი ქრონიკული ტკივილით და გაუარესებული აქვს ცხოვრების ხარისხი ამ დაავადებით გამოწვეული დისკომფორტებით. ენდომეტრიოზის მქონე პაციენტები ხშირად გარშემომყოფებისა თუ ექიმებისგან პასუხად იღებენ, რომ “ასეთია ქალის ბედი” და რომ “სინამდვილეში მენსტრუალური ტკივილი მოთმენადია” . არ არსებობს ცნობიერება საზოგადოებაში ამ დაავადების არსებობის შესახებ, ხშირად ქალები მთელ ცხოვრებას ატარებენ…

ვიზანას ორი თვე
ორი თვის თავზე ანუ ორი ვიზანას 28 აბიანი შეკვრის დალევის შემდეგ, შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ გამაყუჩებელი არ დამილევია ერთი თვეა!!! რაც ერთისმხრივ უდიდესი შედეგია ჩემი ორგანიზმისა და ცხოვრებისთვის, რადგან ტკივილის მენეჯმენტი აღარ მიწევს ყოველდღიურად. ვერ ვიტყვი, რომ ყველა გვერდითი ეფექტი სრულად გაქრა, თუმცა შემსუბუქდა და სადაც ყოველდღიურ ტკივილს ვიყავი მიჩვეული,…